არჩილ ჯაფარიძე - მარნეულისგან განსხვავებით, ჩვენთან იმის პრობლემა არ დგას, რომ მოსახლეობას ჭარბი პროდუქცია ჰქონდეს და გაყიდვას ითხოვდეს - აქ დიდი რაოდენობით მოსავალს ვერ იღებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტი კვლავ მთლიანად არის ჩაკეტილი, თუმცა, მხარეში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.

ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, მხარეში წვიმიანი ამინდის გამო, ჯერ საგაზაფხულო სამუშაოები ვერ მიმდინარეობს. კითხვაზე, ხომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ როგორ დაეხმარებიან სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას პროდუქციის რეალიზაციაში, არჩილ ჯაფარიძე პასუხობს, რომ ამ კუთხით მათთან პრობლემა არ დგას.

„მარნეულისგან განსხვავებით, ჩვენ რეგიონში ამ კუთხით ჭარბი პროდუქცია არ არის და ეს პრობლემა არ დგას, რომ მოსახლეობას ჭარბი პროდუქცია ჰქონდეს და გაყიდვას ითხოვდეს, ვინაიდან აქ დიდი რაოდენობით მოსავალს ვერ იღებენ. პირიქით, აქ იმის პრობლემაა, პროდუქციის დეფიციტი არ გაჩნდეს, თუმცა, ამას ვარეგულირებთ და ყოველდღიურად, სოფელში მოძრავი მაღაზიები დადის. მარნეულში ძირითდად, კიტრი, კომბოსტო უკვე შემოსულია, ჩვენთან კი, ეს პროდუქცია კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, შუა ზაფხულშიც არ იყოს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო