ანრი ოხანაშვილი - იმ პირების მიმართ, რომლებმაც საგანგებო რეჟიმი ან კარანტინის და იზოლაციის წესი დაარღვიეს, არანაირი ამნისტიის გამოცემა დღის წესრიგში არ დგას

იმ პირების მიმართ, რომლებმაც საგანგებო რეჟიმი ან კარანტინის და იზოლაციის წესი დაარღვიეს, არანაირი ამნისტიის გამოცემა დღის წესრიგში არ დგას,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის და საკარანტინე წესების დარღვევისთვის დაწესებული სანქციების მიზანი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

„თუკი ვინმე არ დაიცავს წესს, თუკი ვინმე არის ინფიცირებული ან ჰქონდა შეხება ინფიცირებულთან და წესს არ იცავს, არ აცნობებს ამის შესახებ შესაბამის ორგანოს, არ ახდენს თვითიზოლაციას, ეს ზრდის სხვა მოქალაქეების დაინფიცირების საშიშროებას. ამიტომ თუ ოპოზიცია იმას გვეუბნება, რომ რომ ჩვენ პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან, ეს მათი უპასუხიმსგებლო განცხადებაა. ჩვენი ვალდებულებაა მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, არ დგას დღის წესრიგში არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებიბისთვის, რომლებმაც დაარღვიეს საგანგებო ან საომარი რეჟიმი, ან კარანტინის და იზოლაციის წესი საგანგებო და საომარი რეჟმის დროს და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აღნიშნული საკითხი, რა თქმა უნდა, პარლამენტის პრეროგატივაა, მაგრამ არანაირი ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება