მარნეულში, სადაც გუშინ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების მოთხოვნით აქციას მართავდა, ხმაურია

მარნეულში, სადაც გუშინ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების მოთხოვნით აქციას მართავდა, ამ წუთებშიც ხმაურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა, სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციის შესაძენად მივიდნენ, თუმცა, მერის თქმითვე, ხალხი ბევრი შეიკრიბა და ყველაფერს სიის მიხედვით მოაგვარებენ.

„ახლა მოსახლეობის პროდუქციას იბარებენ, პროდუქციის გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, ბევრი ხალხი შეიკრიბა და ამ ყველაფერს ვარეგულირებთ, სიებით მიდის ყველაფერი, მაგრამ სოფელია და ბევრი ხალხი გამოვიდა“, - განაცხადა დარგალმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა