მარნეულში შეკრებილებს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პირბადეებს ურიგებენ, სამართალდამცველები კი მათ დაშლისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში შეკრებილ მოქალაქეებს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პირბადეებს ურიგებენ.

ამასთან, ადგილობრივებს სამართალდამცველები დაშლისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, ასევე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. ისინი მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ისინი სავაჭრო ქსელ „ჯიბეს" წარმომადგენლებს ელოდებიან.

ცნობისთვის, მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციას რეალიზაციის მიზნით იბარებენ, ხმაურია. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი განმარტავს, აღნიშნული პროცედურა სოციალური დისტანცირების და რეკომედენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა