ცაგერში მოსახლეობის მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ცაგერში მოსახლეობის მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის ექიმები ადგილობრივებს თერმოსკრინინგს უტარებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქვედა ცაგერში აღნიშნულ პროცესს მხარის რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე პირადად გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა.

მათი ინფორმაციით, თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ლენტეხში, სადაც 4 200 მოქალაქეს ჩაუტარდა შემოწმება და არც ერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ აღმოაჩნდა.