ზვიად შალამბერიძე - სოფელ ღვანკითში მაღაზიები არ ფუნქციონირებდა, ხვალ დილიდან სამივე მაღაზია გაიხსნება

იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, ამ დროის მონაცემებით, 400-მდე ადამიანი შემოწმდა, ხოლო საეჭვო სიმპტომების მქონე 22 ადამიანის ნიმუშია აღებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზვიად შალამბერიძემ განუცხადა, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების ტესტირების პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

"გუშინ იყო დაახლოებით 130 ადამიანამდე შემოწმებული, დღეს, ამ დროის მონაცემებით, 400-მდე ადამიანია შემოწმებული. საეჭვო სიმპტომებიც ჰქონდათ რამდენიმეს. დაახლოებით 22 ნიმუშია აღებული, გვიან გვეცოდინება პასუხი", - განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება საკვები პროდუქტებით მოქალაქეების მომარაგებას, მხარის რწმუნებულის თქმით, სოფელში მაღაზიები ფუნქციონირებას ხვალიდან განაახლებენ.

"ამ დრომდე მაღაზიები არ ფუნქციონირებდა. გადავწყვიტეთ, რომ გახსნიან მაღაზიებს. ხვალ დილიდან შეივსება სამივე მაღაზია", - განაცხადა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს