ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მარნეულის სოფლებიდან პროდუქციის გატანა დაწყებულია

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ადგილობრივი პროდუქტის გატანა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაწყებულია.

მისივე თქმით, პროდუქტის ჩაბარების დროს იყო ხალხმრავლობა და სოციალური დისტანციის დარღვევა, თუმცა ისინი ადგენენ სიებს და მოსახლეობას წინასწარ ეცოდინება, როდის გაიტანენ პროდუქციას.

„ჩვენ როგორც შევპირდით აღმამედლო, კასუმლო, არაფლოს მოსახლეობას, მათი სოფლებიდან დაგროვილი ადგილობრივი პროდუქტის გატანა საქართველოს მასშტაბით დაიწყეს. ასევე დაწყებულია სხვა სოფლებიდან ადგილობრივი პროდუქტის გატანა. ჩვენ დღეს 8-10 გადამზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ველოდებით, რაც ამ ეტაპისთვის საკმარისი იქნება. ყოველდღიურად ეს რეჟიმი არის გარანტი იმისა, რომ ეს მოცულობები გაიწოვება და სოფლებში დაგროვებული სასოფლო სამეურნეო პროდუქცია არ იქნება. იყო გარკვეული ვნებათაღელვა, სოციალური დისტანციის დარღვევა და სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხალხმრავლობა ალმამედლოში, თუმცა კასუმლოში ამ მხრივ გაუმჯობესებული მდგომარეობა დაგხვდა. ჩვენ ვადგენთ სიებს და წინასწარ ეცოდინება მოსახლეობას, როდის გაიტანენ მათ მოწეულ მოსავალს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და სრულყოფილი იქნება ეს პროცესი“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა