ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნების დახმარების გეგმაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ხუთშაბათს გამართული ვიდეოკონფერენციის დროს ევროკავშირის ქვეყნის ლიდერები შეთანხდნენ ეკონომიკის აღდგენის ფონდის შექმნაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ორგანიზაციის შვიდწლიან ბიუჯეტთან.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განაცხადებით, ფონდი ერთი ტრილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის მობილიზებას განახორციელებს.

გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერმა დაამტკიცეს მანამდე შეთანხმებული, 540 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც პირველი ივნისიდან ამოქმედდება. თანხა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკების დასახმარებლად არის გათვალისწინებული.

დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ დაფინანსდება ეკონომიკის აღდგენის უფრო გრძლვადიანი გეგმა, ევროკავშირის ლიდერები 6 მაისს დაგეგმილ ვიდეო-კონფერენციაზე განიხილავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა