ფოთის მერი - ე. წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ ერთ-ერთ მცირეწლოვანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხოლო 10 თვის ბავშვს ტესტირება დღეს ჩაუტარდება

ფოთის ე .წ ცხელების ცენტრში მოთავსებულ წლისა და 6 თვის ბავშვს, ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდგინდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ განუცხადა. მისვივე განმარტებით, ბავშვი ფოთის „ცხელების ცენტრში“ ოზურგეთიდან გადაიყვანეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას covid19 არ დაუდასტურდა, ცენტრიდან დღეს გაეწერება.

ფოთის მერის ინფორმაციით, ე. წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულია კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებია. კურდღელიას თქმით, ბავშვი 10 თვისაა და მას კორონავირუსზე კვლევა დღეს ჩაუტარდება.

„ორივე ბავშვი ცხელების ცენტრში გუშინ მოათავსეს. ამ დროისთვის ფოთის ცხელების ცენტრში ბავშვების ჩათვლით, სულ 5 პაციენტია მოთავსებული“, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს