ზაურ დარგალი - ბოლო 7 დღის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, ბოლო 7 დღის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც ზაურ დარგალმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, მედიაში არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შეთხვევა მარნეულიდან იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
დარგალის ინფორმაციით, მარნეულში კორონავირუსით ჯამში 15 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 7 უკვე გამოჯანმრთელებულია.

























