ონის მუნიციპალიტეტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო, თუ როგორ მარაგდება მუნიციპალიტეტის სოფლები მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით, ონის საავადმყოფოს ბაზაზე არსებული "ცხელების ცენტრის" ფუნქციონირებას გაეცნო და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებისგან ვირუსთან დაკავშირებით მიმდინარე საქმიანობის ანგარიში და მათი საჭიროებები მოისმინა.

უწყების ინფორმაციით, რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მოსახლეობის მაქსიმალურად დახმარებისკენ მოუწოდა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა დაავალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო