ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ ფედერალურ კანონს ხელი მოაწერა. ახალი კანონით, რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელი არ არის განმცხადებელმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი განაცხადოს. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირში დაიბადნენ, თუმცა არ აქვთ მიღებული მოქალაქეობა, ვალდებულება ეხსნებათ რუსეთში სავალდებულო სამწლიანი ცხოვრების შესახებ. მათ ასევე ეხსნებათ ვალდებულება კანონიერი შემოსავლების წყაროს დადასტურებაზე. აღნიშნული ნორმა ვრცელდება რუსეთის მოქალაქეების უცხოელ მეუღლეებზე, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და ჰყავთ საერთო შვილები, ასევე უცხოელებზე, რომელთა ერთ-ერთ მშობელს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ცხოვრობს რუსეთში.

ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა