ეკატერინე ტიკარაძე - ეს არის ის უჩინარი მტერი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და ერთი თვით არ დარჩება, მოგვიწევს მასთან ერთად ვიცხოვროთ

ეს არის ის უჩინარი მტერი, რომელიც არ დარჩება ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და ერთი თვით, არამედ მოგვიწევს მასთან ერთად ვიცხოვროთ და შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ ის არაფარმაცევტული ღონისძიებები, რომლებიც არის მოწოდებული მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პერიოდის განმავლობაში მოქალქეებმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს იმ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს. მათ გარეშე ყველაფერი ის, რაც განხორციელდა, იქნებოდა შეუძლებელი. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ის კოორდინაცია და ის ერთობა, რაც ზოგადად იყო გუნდში და ის შრომა, რაც იყო გაღებული, დღეს არის სახეზე და შემდგომშიც მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯები ასე გაგრძელდეს. ეს არის ის უჩინარი მტერი, რომელიც არ დარჩება ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და ერთი თვით, არამედ მოგვიწევს მასთან ერთად ვიცხოვროთ და შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ ის არაფარმაცევტული ღონისძიებები, რომლებიც არის მოწოდებული მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან და ყოველივე ამასთან ერთად, წარმატებულად ვმართოთ ჩვენი ეკონომიკაც და ასევე, ვმართოთ ჩვენი უსაფრთხო ჯანმრთელობა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.ა

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს