აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 78 წლის ქალი კლინიკიდან გაეწერა

აჭარაში 78 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკა „მედალფა“ ცოტა ხნის წინ დატოვა.

"78 წლის ქალს აღენიშნებოდა პნევმონია, თუმცა მკურნალობის შემდეგ, მას აღარ ჰქონდა ვირუსი, რაც ორჯერ ჩატარებულმა ტესტმაც დაადასტურა და პნევმონიისგანაც სრულად განიკურნა. პაციენტმა უკვე დატოვა კლინიკა "მედალფა“, – აღნიშნა „მედალფას“ მენეჯერმა, ლევან ანთაძემ.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობას, ლევან ანთაძის ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია კორონავირუსით ინფიცირებული 76 წლის მამაკაცი, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, აჭარაში, კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 37 პირი მკურნალობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო