არჩილ თალაკვაძე - თუ მოქალაქეები ჩათვლიან, რომ ხელისუფლების მიერ პანდემიასთან ბრძოლისას მიღებული გადაწყვეტილებები წარმატებული იქნება და ამის გამო არჩევნებზე დამატებით მხარდაჭერას იმსახურებს, ეს მათი არჩევანია

კოვიდინფექცია ვერანაირად ვერ იქნებოდა არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის ნაწილი. თუ მოქალაქეები ჩათვლიან, რომ ამის გამო ხელისუფლება იმსახურებს დამატებით მხარდაჭერას, ეს იქნება მათი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამით თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას, რომლის თანახმად 1200 ლარიანი დახმარების პროგრამა მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში არჩევნები თითქმის ყოველ წელს ტარდება და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ხელისუფლების მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმე არჩევნებს მიაწერონ.

„ჩვენი კანონმდებლობით არჩევნები პრაქტიკულად ტარდება ყოველწლიურად. მხოლოდ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ მოხდა ისე, რომ 2020 წლის შემდეგ არჩევნების ჯერადობა მცირდება. ასე რომ, ამ არგუმენტით ნებისმიერი საქმე, რომელიც გააკეთა ხელისუფლებამ, შეიძლება, ჩვენმა ოპონენტებმა მიაწერონ არჩევნებს. ჩვენთვის კი ამაზე სწორი და გულწრფელი პასუხი არის ის, რომ კოვიდინფექცია ვერანაირად ვერ იქნებოდა არჩევნებისა და კამპანიის ნაწილი. კოვიდინფექცია იყო საფრთხე, რომელიც მყისიერად დადგა მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. საქართველოს ხელისუფლებამ გადადაგა ის ნაბიჯები, რომელიც ყველა პასუხისმგებლიან და წარმატებულ ხელისუფლებას უნდა გადაედგა. ეს იყო ვალდებულება ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, ვიმოქმედეთ და ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით. თუ მოქალაქეები ჩათვლიან, რომ ეს იქნება წარმატებული გადაწვეტილებები და ჩათვლიან, რომ ამის გამო ხელისუფლება იმსახურებს დამატებით მხარდაჭერას, ეს იქნება მათი გადაწყვეტილება. ჩვენ არჩევნებზე პატივს ვცემთ ჩვენი თანამოქალაქების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებსა და მხადამჭერებს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარით, ანუ თვეში 200 ლარით დაეხმარება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა