წალენჯიხასა და ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცემა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუასა და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფატმა სერენ იაზგანის ერთობლივი ინიციატივით, წალენჯიხასა და ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცემა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აქცია პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულთა დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა თურქეთის ელჩთან ერთად გაეცნო.

„მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ დროს სოციალურად დაუცველი ოჯახების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ ამ ადამიანების მძიმე ყოფას მცირედით მაინც შევამსუბუქებთ, რისთვისაც უღრმესი მადლობა თურქეთის ელჩს ქალბატონ სერენ იაზგანს”, -აღნიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა