ნათია თურნავა - განსაკუთრებული მადლობა „ფონდ ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს StopCov-ის ფონდში ძალიან სოლიდური შენატანისთვის

განსაკუთრებული მადლობა „ფონდ ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ძალიან სოლიდური შენატანი გააკეთა კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

“რა თქმა უნდა, ესაა მცირე ნაწილი იმ ქველმოქმედებისა, რომელსაც “ფონდი ქართუ” და ბატონი ბიძინა ეწევა ამ წლების მანძილზე საქართველოში, მაგრამ დღეს ეს არის მეტად ღირებული ჩვენთვის” , -აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის შექმნილი რთული ვითარებიდან ეტაპობრივ გამოსვლას შეეხება. მასში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს