ფოთში ლუგარის ლაბორატორიიდან 16 მედიკოსის პასუხს ელოდებიან

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ამ დროისთვის 7 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი ბავშვია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 4 პაციენტის და ასევე პრევენციის მიზნით, 16 მედიკოსის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

მათივე ინფორმაციით, ანალიზების პასუხები გვიან ღამით იქნება ცნობილი.

,,დღეს გავაგზავნეთ 4 პაციენტის ანალიზი. ესენი არიან 17 წლის გოგო, 10 თვის ბიჭუნა და 38 წლის მამაკაცი ფოთიდან. ასევე, 62 წლის ქალი ლანჩხუთიდან. საღამოს მივიღეთ კიდევ სამი პაციენტი- 22 წლის გოგო და 4 წლის ბიჭუნა ფოთიდან, ასევე, 37 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან. მათი ანალიზები ხვალ გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.

დღეს, პრევენციის მიზნით 16 მედიკოსის, მათ შორის 7 ექიმის, ნიმუშები გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ეტაპობრივად ყველა სამედიცინო პერსონალის ანალიზი გაიგზავნება.

რაც შეეხება ერთადერთ ფოთელ დაინფიცირებულ პაციენტს, რომელიც ექიმია და ქობულეთის ე.წ. კლასტერს უკავშირდება, ბათუმის კლინიკაშია მოთავსებული, თავს კარგად გრძნობს. ექიმების შეფასებით, ავადმყოფობა მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს", - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა