ფოთში გამოკვლეულ 20 პირს, მათ შორის 16 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 16 მედიკოსს და 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მედიკოსების გამოკვლევა პრევენციის მიზნით ხდება.

„ლუგარის ლაბორატორიაში გავაგზავნეთ 16 მედიკოსის, მათ შორის 7 ექიმის ბიოლოგიური მასალა, ასევე გამოკვლეულ იქნა "ცხელების ცენტრში" რესპორატორული სიმპტომებით შესული პაციენტების ანალიზი. ესენი არიან 17 წლის გოგო, 10 თვის ბიჭუნა და 38 წლის მამაკაცი ფოთიდან. ასევე, 62 წლის ქალი ლანჩხუთიდან. საბედნიეროდ, ოცივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. არც ერთ მათგანს კოვიდ 19 არ აღმოაჩნდა. აქვე მინდა განვმარტო, რომ მედიკოსების გამოკვლევა გეგმური ხასიათისაა და პრევენციის მიზნით განხორციელდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა