ექიმის ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თერჯოლიდან შეყვანილ პირებს კორონავირუსი „თითქმის გადატანილი აქვთ“

ექიმის ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თერჯოლიდან შეყვანილ პირებს კორონავირუსი „თითქმის გადატანილი აქვთ“

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტია ჰყავთ.

ორი პაციენტი კლინიკაში გუშინ შევიდა. საშუალო ასაკის პაციენტები ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან არიან. ექიმ ედიშერ ასათიანის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეიძლება ითქვას, რომ პაციენტებს კორონავირუსი თითქმის გადატანილი აქვთ.

დამაკმაყოფილებელია სხვა პაციენტების მდგომარეობაც. ამ დროისთვის კლინიკაში გამოსაკვლევი პაციენტები არ ჰყავთ. დღეს კლინიკას კიდევ ერთი ადამიანი დატოვებს.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა.