სახელმწიფო რწმუნებული - სოფელ ღვანკითის მოსახლეობის თერმოსკრინინგი დავასრულეთ, ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გვაქვს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სოფელ ღვანკითში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ჩაკეტილია, ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში შალამბერიძე განმარტავს, დღეს, ეპიდემიოლოგები დაახლოებით, 8 ადამიანს აუღებენ ნიმუშებს. რაც შეეხება მთლიან იმერეთს, რწმუნებულის თქმითვე, ვითარება მშვიდია და ახალი შემთხევებიც არ დაფიქსირებულა.

„მთლიან იმერეთში ინფიცირებულების ახალი შემთხვევები არ გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ღვანკითს, გუშინ, მთელი სოფლის თერმოსკრინინგი დავამთავრეთ. გუშინვე იყო 18 ნიმუში აღებული, ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითი მოვიდა და შესაბამისად, ღვანკითში ახალი შემთხვევები ჯერჯერობით არ გვაქვს. ეპიდემიოლოგებმა დღესაც უნდა აიღონ რამდენიმე ნიმუში და შევხედავთ, რა სიტუაცია იქნება. კონტაქტები გამოვლენილია და ანალიზებს სწორედ მათ ვუღებთ, ვინაიდან სოფელი ჩაკეტილია, ყველა ხელმისაწვდომია და ყველასთან იმ დღესვე ხდება ანალიზის აღება“, - განაცხადა რწმუნებულმა.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლის რაიონის სოფელი ღვანკითი რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო ჩაიკეტა. ამ დროისთვის სოფელში ვირუსი 12 პირს აქვს დადასტურებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო