ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან, იმერეთში ბაზრების უმეტესობა გაიხსნება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან, იმერეთში ბაზრების უმეტესობა გაიხსნება.
აღნიშნულის შესახებ ზვიად შალამბერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. მისივე განმარტებით, ბაზრების მეპატრონეებთან შესაბამის კონსულტაციებს გადიან, რათა მუშაობა წესების სრული დაცვით აღდგეს.
„ჩვენ გამოვიკვლიეთ და მთლიანად აღვრიცხეთ ყველა ის ფერმერი, ვისაც სხვადასხვა კულტურა მოჰყავს. ძირითადად, საქმის კურსში ვართ, ვის, რა სჭირდება და სარეალიზაციო არხებში ვეხმარებით. გარდა ამისა, ჯერჯერობით ჩვენ კრიტიკული სიტუაცია არ გვაქვს, როგორიც პირობითად, მარნეულში შეიქმნა და ვცდილობთ, არც იყოს. ახლა ვცდილობთ, იმერეთში ყველა ბაზარი გავხსნათ, რომ ჩვენს ფერმერებს რეალიზაცია გაუიოლდეთ. ვმუშაობთ ბაზრის მეპატრონეებთან, რომ იმ შესაბამისი სტანდარტებით გაიხსნას ბაზარი, რა სტანდარტებიც ახალი რეგულაციებით დაწესებულია. ვფქირობ, იმ კვირაში, იმერეთში, ბაზრების უმეტესობა უნდა გავხსნათ“, - განაცხადა შალამბერიძემ.

























