მარნეულის მერის განცხადებით, პროდუქცია, რომლის სარეალიზაციოდ გატანასაც მოსახლეობა ითხოვდა, უკვე მთლიანადაა გატანილი

მარნეულის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, პროდუქცია, რომლის სარეალიზაციოდ გატანასაც მოსახლეობა ითხოვდა, უკვე მთლიანადაა გატანილი.

ამასთან, როგორც დარგალი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, მარნეულში ბოლო 8 დღის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„დღესაც, მარნეულში კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა, აღებული 6 ანალიზიდან ყველას პასუხი უარყოფითი მოვიდა. საერთო ჯამში, მარნეულში, უკვე მე-8 დღეა, რაც კორონავირუსით დაინფიცირების ახალი ფაქტი არ დადასტურებულა. რაც შეეხება, სასოფლო პროდუქციის გატანას, ის პროდუქტი, რაც მოსახლეობას ჰქონდა, ყველაფერი გავიტანეთ. ახლაც სოფლებში დავდივართ და ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურად ვეხმარებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ზარალი მინიმუმი იყოს“, - განაცხადა დარგალმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა