რელიგიის საკითხთა სააგენტო რამადანთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სააგენტო რამადანთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

“24 აპრილიდან მუსლიმურმა სამყარომ ერთთვიანი, მძიმე მარხვა დაიწყო, რომლის განმავლობაშიც, ყველა მორწმუნე მუსლიმი მარხულობს, ეს ისლამის ხუთიდან ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვეა. მორწმუნეებს სჯერათ, რომ ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა წინასწარმეტყველ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.

რამადანის განმავლობაში, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები, სულის განწმენდის მიზნით, უარს ამბობენ საკვებისა და სასმელის მიღებაზე, ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე. როგორც წესი, ამ პერიოდის განმავლობაში, საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს.

მარხვა ყველა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მისი მიზანია, რომ მორწმუნეები უფრო დაუახლოვდნენ ღმერთს და გაიხსენონ იმ ადამიანების შესახებ, ვინც განსაცდელშია. „რამადან მუბარაქ“ - მრავალ ქვეყანაში ასე ესალმებიან ერთმანეთს მუსლიმები რამადანის თვეში.

რამადანი მუსლიმთათვის გამოცდის, უდიდესი ნებისყოფისა და ვნებებზე გამარჯვების პერიოდია. მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე ანუ იფთარზე მიპატიჟება

მარხვა 23 მაისს სრულდება, 24, 25 მაისს კი რამაზან-ბაირამი ზეიმით აღინიშნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა