რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს

საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობამ საკარმიდამო თუ სასოფლო- სამეურნეო სავარგულები აგროვადების დაცვით დაამუშაოს და ტექნიკაზეც შეუფერხებლად ჰქონდეთ წვდომა. აგრეთვე, შუფერხებლად შეუძლიათ პესტიციდებისა და სხვა შესაწამლი საშუალებების შეძენა.

სამხარეო ადმინისტრაციის განმარტებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესი რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების დაცვით ხორციელდება.

სამუშაოებს მხარის რწმუნებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე გაეცნო და მევენახეებს გაესაუბრა.