ეკოლიდერთა სკოლის მონაწილეები გამოვლენილია

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ეკოლიდერთა სკოლისათვის მონაწილეთა შერჩევა დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით მონაწილეთა შერჩევის მეორე ეტაპი დისტანციურად შედგა.

„ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამაა, რომლის მონაწილეებიც კვალიფიციური ადამიანიების დახმარებით გაეცნობიან პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს და იმსჯელებენ პრობლემების გადაჭრის გზებზე, მიიღებენ ცოდნას გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარებს. ერთკვირიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში, IX-XII კლასის მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა: გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება, ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება, დაცული ტერიტორიები, ეკოსისტემური სერვისები, კლიმატის ცვლილება, ატმოსფერული ჰაერის პოლიტიკა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა ონლაინ მუშაობაზე და აგრძელებს დისტანციური სწავლების რეჟიმს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა