გიორგი კანდელაკი - საერთოდ არ გავაკეთოთ ტესტები და საერთოდ გაქრება კორონავირუსი

საერთოდ არ გავაკეთოთ ტესტები და საერთოდ გაქრება კორონავირუსი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი კანდელაკი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევის დაფიქსირება იმით არის განპირობებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი აგრესიული კვლევა ჩატარდა.

გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განმარტება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აქვთ ტესტირებების მაქსიმალურად შეზღუდვის პოლიტიკა.

„ქალბატონმა მარინა ეზუგბაიამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა, ჩვენ ქვეყანაში კორონავირუსის რაც შეიძლება ცოტა ტესტი გაკეთდეს. ეს არის ოფიციალური პოლიტიკა, ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ პარლამენტში, სადაც გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრი არ მოვიდა. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, მაგალითად, სომხეთში გაკეთებულია 15 000-ზე მეტი ტესტი, საქართველოში სულ დაახლოებით, 9 000. მილიონ მოსახლეზე გაადაანგარიშებით, სომხეთში 5 000 ტესტზე მეტია გაკეთებული, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 2 400 ტესტია. ლიტვაში, გუშინწინ, ერთ დღეში იმდენივე ტესტი გაკეთდა, რაც საქართველოში იყო მთლიანად გაკეთებული და ლიტვაში ტესტების საერთო რაოდენობა 100 000-ია. მაშინ, საერთოდ არ გავაკეთოთ ტესტები და საერთოდ გაქრება კორონავირუსი. ასე, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება, რატომაა პოლიტიკა, რომ ტესტირება მაქსიმალურად შეიზღუდოს და ჩვენ შეგვიძლია გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ პოლიტიკა საპირისპირო რომ ყოფილიყო, მოქალაქების ძალიან მაღალი რაოდენობა რომ გაგვეტესტა, ასეთი დრაკონული შეზღუდვების შემოღება, რამაც ეკონომიკას დაარტყა, აუცილებელი არ იქნებოდა. გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა შემოსაღები, მაგრამ არა რა თქმა უნდა, ასეთი დრაკონული“, - განაცხადა კანედელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა