გუბერნატორი - შიდა ქართლში არსებული აგრარული ბაზრები ფუნქციონირებას განაახლებენ, თუ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ

შიდა ქართლში ყოველდღიურად ხდება ათობით ახალი ნიმუშის აღება და ლუგარის ცენტრში გაგზავნა, სამოქალაქო სექტორის პარალელურად, გადამოწმდა სამედიცინო სფეროში მომუშავე არაერთი პირი. ამ დროისთვის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, - ეს განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგიონის აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას მალევე შეძლებენ.

„შიდა ქართლში ყოველდღიურად ხდება ათობით ახალი ნიმუშის აღება და ლუგარის ცენტრში გაგზავნა, სამოქალაქო სექტორის პარალელურად, გადამოწმდა სამედიცინო სფეროში მომუშავე არაერთი პირი. ამ დროისთვის, არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, ყველა პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურს, სადაც 2 დადასტურებული შემთხვევის გამო მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, აღნიშნული ორის გარდა, სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენ, ამასთან დაკავშირებით, მუდმივი კონსულტაცია გვაქვს ეპიდემიოლოგებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან და თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გაუქმება, ამის თაობაზე ერთობლივად იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჯერ ადგილობრივ შტაბში და შემდგომ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმდება ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოსთან.

ასევე გეტყვით, რომ რეგიონში ინტენსიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ზარს აძლევს მიმართულებას, საჭიროების შემთხვევაში გაიცემა გადაადგილების ნებართვები ან მოქალაქეებისთვის მათთვის საჭირო სხვა ტიპის დახმარების გაწევა ხდება.

რაც შეეხება მოქმედ რეგულაციებთან დაკავშირებით 27 აპრილიდან დაგეგმილ გარკვეულ ცვლილებებს, შეხვედრა მქონდა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან, მათ კიდევ ერთხელ განვუმარტე ის რეგულაციები, რაც აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული. ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან არის ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად გაიხსნას აგრარული ბაზრები, თუმცა, ეს მათზეა დამოკიდებული. ბაზრების ადმინისტრაციებს ჩასატარებული აქვთ გარკვეული სამუშაოები იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ის კრიტერიუმები, რაც სახელმწიფოს აქვს დადგენილი. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ სანიტარული წესების დაცვა, დეზობარიერების მოწყობა, რიგების მართვა, გამიჯნული შესასვლელ-გასასვლელები და სხვა კრიტერიუმები, რომელთა კონტროლიც მკაცრად მოხდება. მათი მხრიდან აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევეაში, ჩვენს რეგიონში დროულად გაიხსნება აგრარული ბაზრები“, - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა