ფოთში მცხოვრებ ხანდაზმულ, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს საკვებითა და აუცილებელი საჭიროების ჰიგიენური პროდუქტებისგან დაკომპლექტებული კალათები გადაეცათ

ფოთში მცხოვრებ ხანდაზმულ, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს საკვებითა და აუცილებელი საჭიროების ჰიგიენური პროდუქტებისგან დაკომპლექტებული კალათები გადაეცათ

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით და საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციასთან თანამშრომლობით, COVID-19-ის გავრცელების პერიოდში ფოთში მცხოვრებ ხანდაზმულ, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს საკვებითა და აუცილებელი საჭიროების ჰიგიენური პროდუქტებისგან დაკომპლექტებული კალათები გადაეცათ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთიდან“ აცნობეს.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, როდესაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ადამიანების მდგომარეობა, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა იმ საზოგადოების თუ ჯგუფების მხარდაჭერა, სადაც ვოპერირებთ. ამ ინიციატივის და კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის დახმარებით ფოთში მცხოვრებ 70 წელზე მეტი ასაკის, შეჭირვებულ მარტოხელა ადამიანს პირველადი საჭიროების ამანათები გადაეცემათ“, - აცხადებენ კომპანიაში.

კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინიციატივით, წითელი ჯვრის საქართველოს ოფისი პირველადი გამოყენების ამანათებს ფოთში მცხოვრებ 60 ბენეფიციარს გადასცემს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გარდა ზემოაღნიშნულისა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ რამდენიმეწლიანი თანამშრომლობით ორგანიზაციასთან „კოალიცია სოციალური რეფორმებისთვის”, აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, სასურსათო ამანათები ასევე გადაეცათ ფოთში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებსაც. შეგახსენებთ, რომ კომპანიამ STOPCOV ფონდში 100,000 ლარი გადარიცხა.