პოეტი დათო მაღრაძე საქართველოს საელჩოს უკრაინაში თხოვნით მიმართავს, რადას წევრები საერთაშორისო PEN კლუბის 75-ე კონგრესის დელეგატების ასამბლეის მოწოდებას გაეცნონ

პოეტი დათო მაღრაძე საქართველოს საელჩოს უკრაინაში თხოვნით მიმართავს, უკრაინის რადას წევრები გაეცნონ საერთაშორისო PEN კლუბის 75-ე კონგრესის დელეგატების ასამბლეის მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ.

„როგორც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარდგენილია უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე რეფორმების დარგში. ამასთან დაკავშირებით, ის მკაფიოდ ნეგატიური რეაქცია, რომელიც ქართული საზოგადოებიდან გაჟღერდა, შეახსენებს უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის მორალურ და სისხლის სამართლის დანაშაულებრივ მხარეზე.

თხოვნით მივმართავ საქართველოს საელჩოს უკრაინაში, იქნებ უკრაინის რადას წევრებს გააცნოს საერთაშორისო PEN კლუბის 75-ე კონგრესის დელეგატების ასამბლეის მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ, რაც ნათლად მიუთითებს, თუ რა სახის რეპრესიული რეფორმები გაატარა „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულმა ბატონმა სააკაშვილმა საქართველოში სიტყვის თავისუფლების განხირთ. გთავაზობთ აღნიშნულ მოწოდებას - დათო მაღრაძე, პოეტი, ქართული PEN ცენტრის პრეზიდენტი 1997-2013 წლებში“, - აღნიშნულია დათო მაღრაძის მიმართვაში.

საერთაშორისო PEN კლუბის 75-ე კონგრესის დელეგატების ასამბლეის მოწოდება იხილეთ :

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის