ჯანმო - არ არსებობს მტკიცებულება, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვთ

არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აღენიშნებათ, - ამ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ისინი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს აკვირდებიან და მიიჩნევენ, რომ ვირუსის დამარცხების შემდეგ პაციენტები განმეორებით დაინფიცირებისგან დაცულები არ არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდი კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების საშუალებით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ, დადასტურებული არ არის.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 2 850 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსს 200 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!