ანონსი 26 აპრილი

26 აპრილს, 13:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
თემა: საგანგებო მდგომარეობის საფარქვეშ დაწესებული დაუსაბუთებელი, ანტიკონსტიტუციური და ავტორიტარული ხასიათის რამდენიმე მასშტაბური შეზღუვების გაუქმების მოთხოვნა.
საკონტაქტო პირი ელენე ბერიძე - 593544333
26 აპრილს, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ბრიფინგს გამართავს.
მის: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, კახეთის გზატკეცილი
(მედიასაშუალებებმა უნდა გაგზავნონ მხოლოდ ოპერატორები)
26 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე სანაპიროზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნობა.
მის: მშრალი ხიდის ქვეშ ( იუსტიციის სახლს, რომ გასცდებით)
საკონტაქტო: მანანა თოქმაჯიშვილი - 599 88 14 78
26 აპრილს, 17:00 საათზე, „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-SEU"-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით, იმართება ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: "COVID 19-ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში". დისკუსიაში მონაწილეობას იღებს აშშ-ს, ისრაელის, გერმანიის და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები.
შეხვედრა გაიმართება ფეისბუქ ლაივის საშუალებით, უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე.

























