სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტის დარიგება გრძელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დღეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა დახმარება რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დაარიგა.

„რეგიონის მასშტაბით უკვე გაიცა 12 ათასზე მეტი ოჯახისთვის სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი. ამჯერად პროდუქტი რიგდება „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ დახმარებით, რომელიც გადაეცემა მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სურსათის დარიგების პროცესი კვლავ გრძელდება. მოსახლეობის დახმარებას მუნიციპალიტეტებთან ერთად, აქტიურად ახორციელებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი,“ - განაცხადა სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, რეგიონში სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან ერთად, სასურსათო პროდუქტი დაურიგდა საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელს, რეგიონში შეუფერხებლად მუშაობენ უფასო სასადილოები, რომელთა ბენეფიციარები საკვებს შინ იღებენ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო