აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე კორონავირუსის დიაგნოზი 37 პაციენტს აქვს, ხოლო „ქობულეთის კლასტერთან“ დაკავშირებული პირების რაოდენობა 35-ს შეადგენს.

“გუშინ, 24 საათის განმავლობაში 200 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითი იყო. შესაბამისად, დადებითი შემთხვევა არ დაგვმატებია. ამ ეტაპზე დიაგნოსტირებული პაციენტი გვყავს - 37, რომლებიც კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობენ. „ქობულეთის კლასტერთან“ დაკავშირებული პირების რაოდენობა გახლავთ 35. შესაბამისად, რეგიონში ციფრები უცვლელი გახლავთ და ახალი შემთხვევა არ გვაქვს“, - აცხადებს ნიჟარაძე.

მან საზოგადოებას გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

„ის, რომ დღეს დილის ინფორმაციით სიმშვიდე გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვემ ამ პროგნოზს შევინარჩუნებთ, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ამ დროს თითოეულმა მოქალაქემ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველა მოწოდებული წესი. ჩვენზე არის დამოკიდებული, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვექნება ხვალ და ზეგ. მთავარი მოცემულობა გახლავთ აუცილებლად სოციალური დისტანცირება, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება, ყველა პირმა ჯანმრთელობის მდგომარეობის თვითმონიტორინგი უნდა განხორციელოს, ეს გახლავთ ტემპერატურის კონტროლი, ნებისმიერი რესპირატორული ჩივილის გამოვლენის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში მიმართვა ან 112-ზე ან „ცხელების კლინიკაში“ თვითდინებით, სადაც ნებისმიერ პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამჯამად „ცხელების ცენტრში“ 30 ადამიანია მოთავსებული, რომელთა შედეგები კორონავირუსზე დღის განმავლობაში გაირკვევა.

“ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს თითოულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვექნება ხვალ და ზეგ, ეს ჩვენს შეგნებასა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ახლა „ცხელების კლინიკებში“ არის 30 პირი, რომელთა შედეგები დღის განმავლობაში გვექნება, თუმცა ეს მინიმალური რაოდენობაა, რადგან პაციენტების რაოდენობა 24 სთ-ის განმავლობაში იზრდება და ეს ციფრი ცვალებადია. ამ დროის განმავლობაში სულ ლუგარის ცენტრში 200 ნიმუში შევიდა“,-განაცხადა ნიჟარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს