კახეთში ცხვრის გადარეკვის სეზონი  ოფიციალურად 1-ელ მაისს გაიხსნება

კახეთის რეგიონში ცხვრის გადარეკვის სეზონი ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ ოფიციალურად 1-ელ მაისს გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მანამდე, კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებული ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში, ვეტერინარების მიერ სრულიად უფასოდ, პირუტყვის ბიოლოგიურ-ვეტერინარული დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, პროცესი ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი კახეთში არსებულ ერთ-ერთ ვეტერინარულ პუნქტში იმყოფებოდა და მიმდინარე პროცესს გაეცნო.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მეცხვარეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დარგია. მიმდინარე წელს, დაახლოებით 40 000 სული ცხვრის თუშეთის, ხოლო 280 000 სული ცხვრის სამცხე - ჯავახეთის მიმართულებით გადარეკვა მოხდება.

“2019 წლის მონაცემებით, 200 000 სულზე მეტი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. 1 კგ. გუდის ყველის ფასი კი დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებში მერყეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო