ბოლნისის მერის განცხადებით, სამ სოფელში, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, სადაც covid 19-ის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, კონტაქტების გამოკვლევა და ტესტირებისთვის ნიმუშების აღება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მინუციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის, ტესტირებისთვის 1000-მდე ნიმუშია აღებული.

„გუშინ ჩაიკეტა სამი სოფელი და მიმდინარეობს კონტაქტების აღრიცხვა, პარალელურად ხდება ნიმუშების აღება ცხვირ-ხახიდან და ასევე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი გაიარა 48 000-მა ადამიანმა, მეორე ეტაპი უკვე 25 000-მა გაიარა. ცხვირ-ხახიდან 1000-მდე ნიმუშია აღებული მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

საერთო ჯამში არის 80 დადასტურება, 2 გარდაცვლილი და 5 გამოჯანმრთელებული“, - განაცხადა შერაზადაშვილმა.

შეგახსენებთ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ სამი სოფელი - ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი გუშინ ჩაიკეტა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 80 შეადგინა, მათგან 19 ახალი შემთხვევაა.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად