ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მიზნობრივი ტესტირება 400-ზე მეტ პირს ჩაუტარდა და შედეგები უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, PCR დიაგნოსტიკით, მიზნობრივი ტესტირების შედეგად, უკვე 400-ზე მეტი პირია დიაგნოსტირებული და ყველასთან მიმართებით უარყოფითი შედეგია მიღებული.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის ტესტირებას პერიოდული ხასიათი ექნება.

„იცით, რომ უკანასკნელ დღეებში ჩვენ მიზნობრივი ტესტირება დავიწყეთ, რაც გულისხმობს რისკ ჯგუფებისთვის ამ ტესტირების ჩატარებას ე.წ. ოქროს სტანდარტით მოწოდებული PCR დიაგნოსტიკით. უკვე 400-ზე მეტი პირია დიაგნოსტირებული და ყველასთან მიმართებით ჯერჯერობით უარყოფითი შედეგი გვაქვს. პირველ რიგში, ეს გახლავთ სამედიცინო პერსონალი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური, პირველ რიგში „ცხელების კლინიკის“ და შემდეგ მრავალპროფილური სხვადასხვა დაწესებულებების პერსონალი, საკარანტინო სივრცეში დასაქმებული პერსონალი და ის პირები, რომლებიც საზღვრებზე მუშობენ და უშუალო კონტაქტი აქვთ საზღვრის გადმომლახავ პირებთან. მათი ტესტირება სრულად მოხდება.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, ამას პერიოდული ხასიათი ექნება და ყოველ 14 დღეში მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ“,- განაცხადა ნიჟარაძემ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქობულეთის კლასტერთან“ დაკავშირებით 550-მდე კონტაქტირებული პირიდან 430-ს ლაბორატორიული ტესტირება უკვე ჩაუტარდა.

„იცით, რომ „ქობულეთის კლასტერთან“ დაკავშირებით გვყავს 550-მდე კონტაქტირებული პირი, უკვე 430-ს ჩაუტარდა ლაბორატორიული ტესტირება, მათ შორის რაღაც ნაწილს განმეორებითი ტესტირება უტარდება და თუკი უარყოფითი პასუხი ექნებათ, რა თქმა უნდა, იზოლაციური პერიოდის გასვლის შემდეგ, ისინი ამ წესებისგან გათავისუფლდებიან და დაემორჩილებიან იმ წესებს, რაც არის ქვეყანაში ან მათ ჩაკეტილ სოფლებში. ეს ჩაკეტვის პერიოდი გაგრძელდება უკანასკნელი პაციენტიდან გამოვლენილი შემთხვევიდან ორი ინკუბაციური პერიოდის, ანუ 28 დღის განმავლობაში“,- განაცხადა ნიჟარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო