მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა საშუალო პნევმონიით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკას ბოლნისის კლასტერიდან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა, რომელსაც პნევმონია აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეზუგბაიამ განუცხადა, კლინიკიდან ერთი პაციენტი დღეს გაეწერა, რომელიც ასევე ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნებოდა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელების მონიტორინგი ფრძელდება და დღეს კიდევ 5-6 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

„ჩვენთან კორონავირუსის დადასტურებული 45 პაციენტი წევს, შემოგვემატა ერთი პაციენტი, ეს არის ბოლნისის კლასტერიდან, გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი და ისიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება. ახალი პაციენტი არის საშუალო სიმძიმის, თავისი მონაცემებით და რადიოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით, საშუალო სიმძიმის პნევმონიით არის. დანარჩენ შემთხვევაში არსებული მდგომარეობა უცვლელია. 17 მძიმე პაციენტი გვყავდა, მძიმე პნევმონიით, რომელთა დინამიკა უმჯობესდება. 9 მოზარდი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მონიტორინგი გამოჯანმრთელების გრძელდება. დღეს 5-6 პაციენტს ავუღეთ ანალიზი და ვნახოთ რა შედეგები იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა