ბოლნისში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID 19-ით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლნისში ინფიცირების წყარო ცნობილია, ეს არის იმ ოჯახური კლასტერების გაგრძელება, რომელიც აქამდე იქნა დადასტურებული.

,,უკვე საკარანტინე რეგულაციებია არა მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრში, არამედ იმ სოფლებშიც, სადაც კოვიდ ინფიცირების ფაქტებია. დადგენილია კონტაქტები და აქ ნაკლები რისკია იმიტომ, რომ ჯაჭვი ვიცით და წყაროც ცნობილია.

მუდმივ რეჟიმში მუშაობენ ეპიდემიოლოგები და ტარდება ტესტირებები. ანუ, მიზნობრივი ტესტირებები ნიშნავს იმას, რომ სადაც მომეტებული რისკ-ჯგუფებია, იგივე სამედიცინო პერსონალი, პოლიცია, ის კავშირები, რომლებიც გარეთ ვართ და კომუნიკაციაში ვართ, დადგენილი კონტაქტები, ანუ ოჯახური, ნათესაური და მეზობლური და ა.შ. ეს პროცესი არის მუდმივ რეჟიმში და ძალიან დიდი რაოდენობის ტესტრირებები ტარდება. მასშტაბიც გაზრდილია იმ საკვლევი მასალის, რაც მიდის ლაბორატორიაში“,-აცხადებს რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 129 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 18 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო