დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500 ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა

დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, სოციალური აქტივობები პერმანენტულად გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია „რედკოს“ თანადგომით, სასურსათო პაკეტს გადასცემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს.

სურსათის გადაცემის პროცესში თვითმმართველობის და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას საკვები პროდუქტები ბინაზე მიუტანეს.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის კომპანია „რედკოს“ მოქალაქეთა დახმარებისა და თანამშრომლობისათვის. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალური აქტივობები რეგულარულად ხორციელდება. გასულ კვირას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით არამალფუჭებადი პროდუქტების პაკეტი გადაეცა 1000 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, 1 თვის სასურსათო მარაგი დაურიგდა ქალაქ დუშეთის უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს, სასურსათო პაკეტები გადაეცა შატილისა და არხოტის ხეობებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახსაც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა