მეუფე ნიკოლოზი - სწორია, რასაც პრემიერი ამბობს, რადგან საერო პოზიციიდან საუბრობს, ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ ზიარების კოვზი საფრთხის შემცველი არ არის

აბსოლუტურად სწორია, რასაც პრემიერი ამბობს, რადგან ამას საერო პოზიციიდან საუბრობს. ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ საფრთხის შემცველი არ არის , - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ზიარება მისტიკა და საიდუმლოებაა და ამ საიდუმლოების ძალით ხდება სასწაული.

„აბსოლუტურად სწორია, რასაც ამბობს, რადგან ამას საერთო პოზიციიდან საუბრობს. ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ საფრთხის შემცველი არ არის. ექიმები, პრემიერ-მინისტრი, ადამიანები, მეცნიერები ვალდებულები არიან, რომ ეს თქვან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არსებობს ღმერთი-იესო ქრისტე, რომელიც თავის სისხლსა და ხორცს საჭმელად და სასმელად გვაძლევს, ამაზე რას იტყვიან პრემიერ-მინისტრი და ექიმები? ვერაფერს იტყვიან, რადგან ეს არის მისტიკა, საიდუმლოება. ამ საიდუმლოების ძალით ხდება სასწაული“,-განაცხადა მეუფემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.

„ეს აშკარაა, ისევე, როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა