კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, რომელზეც მერიას კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უარის თქმა  მოუწევს, მომავალ წელს განხორციელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, რომელზეც უარის თქმა მერიას კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოუწევს, მომავალ წელს განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, მერიას ბიუჯეტის ხარჯების შემცირება მოუწევს.

„ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, ტენდერები, რომელიც გამოცხადებულია და გამოსაცხადებელი, ამას არ ვაჩერებთ მიზანმიმართულად იმიტომ, რომ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა აუცილებლობა და საჭიროება იქნება.

თუ ჩვენ არ მოგვიწევს თანხების შეზღუდვა და ისე გამოვალთ ამ რთული მდგომარეობიდან, მაშინ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ინფრასტრუქრურულ პროექტებს. თუკი, პრობლემა იქნება და თანხების მიმართვა სხვა მიმართულებით გახდება საჭირო, მაშინ რა თქმა უნდა, შევწყვეტთ, არ გავაფორმებთ ხელშეკრულებებს და ეს პროექტები ვერ განხორციელდება წელს. თუმცა, არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ არ ვაპირებთ ამ პროექტების განხორციელებას. უბრალოდ, პრიორიტეტები იცვლება არსებული რეალობიდან გამომდინარე“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ სამწუხაროდ, მერიას ხარჯების შემცირება მოუწევს.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, თუ რომელი პროექტი შეჩერდება, ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ, ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტებიდან გამომდინარე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა