მცხეთა-მთიანეთში ვეტერანთა თანადგომის აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც აგრძელებს შეჭირვებულ ბენეფიციართა დახმარებას და ვეტერანთა თანადგომის აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უწყებამ ბენეფიციართათვის თანადგომის მორიგი აქცია ჩაატარა.

„აქცია ამჯერად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ( მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, სტეფანწმინდის) მუნიციპალიტეტებში მცხოვრები და წეროვანში, ახალგორიდან დევნილი, უკიდურესად შეჭირვებული, მკვეთრად გამოხატული შშმ, მრავალშვილიანი, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი, მხცოვანი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის ჩატარდა. სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა მათ სასურსათო კალათები გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანთა თანადგომის აქციებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა