იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 260 ადამიანი დაიღუპა, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 260 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 26 644 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ერთ დღეში სიკვდილიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი იტალიაში ბოლოს 14 მარტს დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 2 324 ადამიანი დაავადდა.

იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 197 675-ს შეადგენს. აქედან 65 000-მდე პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ამჟამად მკურნალობას გადის 106 103 პირი. მათგან 2 000 პაციენტის, ანუ 2%-ის მდგომარეობა მძიმეა.

იტალია, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით მესამე ადგილზეა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი - მეორეზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა