ფოთში 10 მედიკოსს და კიდევ 5 პირს, რომელთა შორის 2 ბავშვია, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში 10 მედიკოსს და კიდევ 5 პირს, რომელთა შორის 2 ბავშვია, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 10 სამედიცინო პერსონალს და 5 პაციენტს, რომელთა შორის ორი ბავშვია კორონავირუსი არ დაუდგინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით , დღეს ასევე ლუგარის ლაბორატორიაში 4 პაციენტის და 7 მედპერსონალის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

„გუშინ გავაგზავნეთ 15 ანალიზი, მათ შორის 10 სამედიცინო პერსონალის, ყველას პასუხი უარყოფითია. დღეს დილით გაიტესტა 4 პაციენტი: წლის და ერთი თვის ბავშვი, 80 წლის ქალი, რომლებიც არიან ფოთიდან.

ასევე, 10 თვის ბავშვი და 20 წლის ქალი ლანხუთიდან და პრევენციის მიზნით გაიგზავნა 7 სამედიცინო პერსონალის ანალიზი. მათი პასუხები სავარაუდოდ ხვალ იქნება,“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.