ვანო მერაბიშვილი - მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, რა დაპირებებიც გასცა, ვფიქრობდი, რომ არჩევნები გვქონდა წაგებული

ვფიქრობდი, რომ ჩვენ არჩევნებს წავაგებდით ერთი წლით ადრე , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

„მე ვფიქრობდი, რომ ჩვენ არჩევნებს წავაგებდით ერთი წლით ადრე. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და ის განცხადებები გააკეთა, რომელიც გააკეთა, რა დაპირებებიც გასცა, ვფიქრობდი, რომ ჩვენ არჩევნები გვქონდა წაგებული. იგივეს ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი“,- აღნიშნა მან.

კითხვაზე, „არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტი, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული დახმარება მიიღო რუსეთისგან“.

„როგორც მინიმუმ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური განცხადების შემდეგ, შეძლო საკმაოდ შეღავათიან ფასებში საკუთარი ქონების რეალიზაცია რუსეთში“,- განაცხადა მან.

კითხვაზე, საქართველოს რეალიზაცია შეძლო თუ არა მან რვა წლის განმავლობაში, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს საყოველთაოდ ცნობილია. „მე ვფიქრობ, კი“, -დასძინა მან, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა