ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე - უფრო მტკიცე უნდა ვყოფილიყავი, როგორც მინიმუმ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ამეღო და გადავმდგარიყავი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მას სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო და თანამდებობა დაეტოვებინა.

როგორც მან გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ განაცხადა, ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უფრო მტკიცე და თამამი უნდა ყოფილიყო.

„უპირველეს ყოვლისა, ეს საქმე დიდი ტრაგედიაა მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. რა თქმა უნდა, მისთვის. ეს თემა პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკურ საკითხად იქცა. ჩვენი ხელისუფლებისთვის, პირადად ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის პოლიტიკურ პრობლემად იქცა. ვფიქრობ, მე უფრო მტკიცე უნდა ვყოფილიყავი, თავის დროზე უფრო თამამი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. როგორც მინიმუმ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობა უნდა ამეღო და გადავმდგარიყავი“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო მან აღნიშნული გადაწყვეტილება, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს საკითხი იმჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ განიხილებოდა.

„ახლა მიჭირს ამაზე საუბარი. მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი ჩვენს ჯგუფში განიხილებოდა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა განიხილავდა, რამდენიმე ადამიანი. სხვადასხვა დროს სხვადასახვა მოსაზრებები იყო“,- განაცხადა მან.

მერაბიშვილის თქმით, ბადრი პატარკაციშვილმა მას გარიგება შესთავაზა, რომ თუ მისი მეგობარი გახდებოდა, ტელეკომპანია „იმედი“ „ყოველდღიურ თავდასხმებს შეწყვეტდა“.

კითხვაზე, დაისაჯა თუ არა „გირგვლიანის საქმესთან“ დაკავშირებით ყველა დამნაშავე და ვინც დაისაჯა, ყველა დამნაშავე იყო თუ არა, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა:

„მე ამ საკითხით სპეციალურად არ ვინტერესდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ არ ჩათვლილიყო, რომ ვერეოდი. თუმცა, მშვენივრად მესმის, რომ ყოველგვარი ჩარევის გარეშე ადმინისტრაციული აპარატის ინსტინქტია, რომ დაიცვას საკუთარი ხელმძღვანელის ინტერესები. რადგან სტრანსურგმა ეს გადაწყვიტა, არ მაქვს უფლება, რომ ამაში ეჭვი შევიტანო, მაგრამ საქმე, რომელშიც გამასამართლეს, ერთ-ერთი „გირგვლიანის საქმე“ იყო. ჩაწერეს, რომ მე ბოროტად გამოვიყენე თანამდებობა და დაპატიმრებულ ადამიანებს ციხეში ყოფნის კარგი პირობები შევუქმენი. ეს საქმე თავიდან ბოლომდე არ წამიკითხავს, მხოლოდ ერთი დეტალი წავიკითხე. ეს ძალიან ცუდად მომზადებული საქმე იყო და მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, როცა სტრასბურგში ჩემი მეთვრამეტე მუხლის მოგებაზე საუბრობენ, პირველად განიხილეს მეთვრამეტე მუხლი“,-განაცხადა მერაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა