ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - PCR ტესტირების სანდოობას ჩვენ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ

PCR ტესტირების სანდოობას ჩვენ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, ყოველ შემთხვევაში, ამის მტკიცებულება და მისი გადამოწმების სხვა საშუალებაც არ გვაქვს, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, PCR ტესტირება პროტოკოლით ოქროს სტანდარტადაა მოწოდებული და მისი სანდოობის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.

„PCR ტესტირების სანდობას ჩვენ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, ყოველ შემთხვევაში ამის მტკიცებულება და მისი გადამოწმების სხვა საშუალებაც არ გვაქვს. პროტოკოლით მოწოდებულია ტესტირება ოქროს სტანდარტად და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ ვენდოთ. კლინიკას არანაირი საფუძველი არ აქვს გადაამოწმოს ოქროს სტანდარტი და მისი სანდოობა“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება აგრესიული ტესტირების ჩატარების საჭიროებას, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მას აქვს გარკვეული ჩვენება, თუ როდის უნდა ჩატარდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა