არჩილ ჯაფარიძე - ეპიდემიოლოგები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა, როდის იქნება შესაძლებელი ლენტეხის გახსნა

ეპიდემიოლოგები იმსჯელებენ, განიხილავენ რისკებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა, რამდენად შესაძლებელი იქნება ლენტეხის გახსნა და როდის, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლენტეხში თვითიზოლაციიდან ყველა პირი მოხსნილია.

„ლენტეხში მშვიდი ვითარებაა. გუშინ აიღეს იმ ექიმების სინჯები, ვინც მონაწილეობა მიიღო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღებაში. 11 ექიმია ასეთი და ყველას პასუხი იყო უარყოფითი. თვითიზოლაციიდან ყველა მოხსნილია. ეპიდემიოლოგები იმსჯელებენ, განიხილავენ რისკებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა, რამდენად შესაძლებელი იქნება ლენტეხის გახსნა და როდის. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, რეგიონში სტაბილური სიტუაციაა და ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსზე საეჭვო პაციენტები არ იმყოფებიან.

„რეგიონში მშვიდი ვითარებაა. მასიური თერმოსკრინინგი სავარაუდოდ დღეს დასრულდება ლეჩხუმში, შემდეგ გადმოინაცვლებს ონის მიმართულებით. ზოგადად, არანაირი სიმპტომები არ გამოვლენილა, ცხელების ცენტრში საეჭვო პაციენტები არ არიან შეყვანილი და სტაბილური ვითარებაა. საგაზაფხულო სამუშაოებიც დროულად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება აგრარულ ბაზრებს, ჯაფარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბაზრები არ გახსნილა, თუმცა სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას მოძრავი მაღაზიები ემსახურებიან.

„დეფიციტი არ არის რაც მთავარია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა