მარნეულის მერი - მარნეულის ღია ტიპის ბაზარი შესაბამისი რეგულაციების მიხედვით გაიხსნა - მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, ვარიგებთ პირბადეებს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა.

დარგალის განმარტებით, ბაზარი ყველა რეკომენდაციისა და წესის დაცვით ფუნქციონირებს.

„მარნეულის ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა შესაბამისი რეგულაციების მიხედვით, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაიცა. შემოსასვლელში მოქალაქეების თერმოსკრინინგი და დეზინფექცია მიმდინარეობს, ასევე, სათითაოდ ვარიგებთ პირბადეებს, ბაზარში შიგნით, დისტანცია დაცულია. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ცენტრალური შტაბის წარმომადგენლები, გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატები და ერთიანი ძალლისხმევით, დღეს ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ახლა მარნეულის ღია ტიპის ბაზარში საბითუმო ვაჭრობა მიმდინარეობს, სადაც როგორც გითხარით, ყველა რეკომენდაციაა დაცული“, - განაცხადა დარგალმა.

მისივე განმარტებით, მარნეულის მხარეში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღეს მხოლოდ ერთ ტესტზე ელოდებიან პასუხს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს